ინფორმაცია მოდულის შესახებ 1. პროგრამის განმახორციელებელი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2. სატრენინგო პროგრამის სახელწოდება: პროგრამა eTwinningPlus) 3. ტრენინგ-მოდულის დასახელება: პროექტების ეფექტურად მართვა eTwinning პორტალის სივრცეში. 4. სამიზნე ჯგუფი/ჯგუფები: პორტალზე დარეგისტრირებული მასწავლებლები, რომლებმაც გაიარეს პირველი მოდულის ტრენინგები და აქვთ საკუთარი პროექტები პორტალზე. 5. ტრენინგის მონაწილეთა დასაშვები რაოდენობა: 10-30 მონაწილე. 6. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 8 საკონტაქტო საათი 7 არასაკონტაქტო საათი
7. მატერიალური და ტექნიკური რესურსი: პერსონალური კომპიუტერი თითოეულ მონაწილეზე, უწყვეტი ინტერნეტი.
8. ტრენინგ-მოდულში ჩართვის წინაპირობა და შერჩევის მექანიზმი: მასწავლებლები რომელთაც გავლილი აქვთ პირველი მოდული და აქვთ ინიცირებული საკუთარი პროექტები პორტალზე. 9. ტრენინგ-მოდულის ზოგადი მიზნები: ტრენინგის მონაწილეები: • ისწავლიან eTwinning პორტალზე განთავსებული პროექტების მართვას, • დაეუფლებიან სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას, • გაეცნობიან ხარისხის ნიშნის კრიტერიუმებსა და მის მოსაპოვებლად საჭირო აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას, • ისწავლიან eTwinning პორტალის გამოყენებით პროექტის პარტნიორებთან ონლაინ შეხვედრების დაგეგმვას • ისწავლიან თვინსფეისზე ნავიგაციას. (პროექტის აქტივობების გვერდების შექმნას, პროდუქტები გათავსებას) • 10. ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: ტრენინგ-მოდულის გავლის შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ: • საკუთარი პროექტების ეფექტურ მართვას • პროექტის თვისფეისის მოწესრიგებას • პარტნიორებთან ონლაინ შეხვედრების დაგეგმვასა და მართვას. • პროექტის ხარისხის ნიშანზე წარდგენას
• პროექტის აქტივობებისთვის სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებას • პროექტის საბოლოო პროდუქტისთვის ბლოგის მომზადებას.
• www.blogger.com • www.genial.ly/en • www.google.com/maps/d/ • www.tricider.com • www.Postermywall.com • www.biteable.com/ • Online event • www.emaze.com/ • www.Issuu.com • www.voki.com • www.quizlet.com
11. მონაწილეთა შეფასების სისტემა და სერტიფიკატის გაცემის პირობები: იმისათვის, რომ მონაწილეს პროგრამა გავლილად ჩაეთვალოს და მონაწილემ უნდა დააკმაყოფილოს შეფასებაში არსებული მოთხოვნები: დაესწროს მოდულის მინიმუმ 6 საათს და ამასთან, 100-ქულიანი სისტემის შეფასების სქემაში დააგროვოს მინიმუმ 70 ქულა 12. ტრენინგ-მოდულის შეფასების სისტემა: ● ტრენინგის მონაწილეების დასწრების ფორმა, ● დავალებების შესრულების აღრიცხვის ფორმა, ● ტრენერის მიერ წარმოდგენილი ტრენინგის ანგარიში 13. სატრენინგო მასალა: ელექტრონული რესურსები: ვიდეოგზამკვლევები, ფოტოგზამკვლევები.
No comments:
Post a Comment